ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

01 ივლისი 2021, 11:57 957 ნახვა

თამარ  ჟვანიას  გადადგომას   არასამთავრობო    ორგანიზაციები ერთობლივი  განცხადებით  ეხმაურებიან.  მესამე   სექტორში   მიიჩნევენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  პოსტზე  საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შორის მაქსიმალური კონსენსუსით, გამოცდილი და   მიუკერძოებელი   კანდიდატი   უნდა    შეირჩეს. 

პროცესი კი  ღიად და გამჭვირვალედ  უნდა   წარიმართოს, რადგან   როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ‘’მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა საარჩევნო კომისიების მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ არსებულ საზოგადოებრივ ნდობაზე იქნება დამოკიდებული.

ამ გზით  კი ქვეყანა თავიდან აიცილებს ისეთ პოლიტიკურ კრიზისს, როგორიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარდა’’- ნათქვამია არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი