შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 20-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინა, რის გამოც ისინი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდნენ. სოფიო გორგაძის თქმით, აბიტურიენტები გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ.
''ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვინც დღეს კოვიდინფექციის გამო არ გამოცხადდა. ჩვენ გვაქვს საშუალება მათ შევთავაზოთ დამატებითი სესია. ინფიცირების გამო ისინი წელს საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან'' - განაცხადა გორგაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი და პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.