ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, რაც პანდემიის მასობრივი ვაქცინაციით დამარცხებას გულისხმობს - ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება

30 ივნისი 2021, 11:20 1321 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,  ივლისიდან ელოდებიან მილიონზე მეტ ვაქცინას. მისივე თქმით, დღეიდან იწყება პანდემიასთან ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით.

შეხვედრის მიზანია კლინიკის წარმომადგენლებთან ერთად გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც შესაძლოა გადასაჭრელი იყოს მასობირივი ვაქცინაციის დაწყებამდე.

"კლინიკების თანამშრომლობა არის მაღალი ჩართულობის. მათ ამ პერიოდის განმავლობაშ დააგროვეს ძალიან დიდი გამოცდილება. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მასიური ვაქცინაციის დაწყების შემდეგ მეტი აქტიურობისკენ"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის, 200-მდე კლინიკაა ჩართული  ვაქცინაციის პროცესში და მუშაობს 281 ამცრელთა ბრიგადა.

"ჩვენ გავზრდით სამუშაო საათებს იმ რესურსით რა რესურსიც ამ ეტაპზე არის მობილიზებული, ჩვენ შეგვიძლია დღეში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25 დღის პერიოდში არის ნახევარი მილიონი მოქალაქის აცრა. ვთვლი, რომ ეს იქნება საკმაოდ კარგი მაჩვენებელი.

იდენტიფიცირებულია ისეთი რეგიონები, სადაც კლინიკურ ნაწილთან მოქალაქეებს ხელმისაწვდომობა აქვთ ნაკლები და ამ ნაწილში ჩვენ გამოვიყენებთ მასობრივი ვაქცინაციის სივრცის მოწყობას უკვე სხვა ფორმატში" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით,  ერთ-ერთი ასეთი ცენტრის მოწყობა იგეგმება ლილოს დასახლებაში.

'' უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ''ფაიზერის'' ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იქნება მხოლოდ კლინიკებში, ანალოგიურად მოხდება ''ასტრაზენეკას'' შემთხვევაშიც. ჩინური ''სინოფარმით'' და ''სინოვაკით'' ვაქციანცია კი მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში შეეძლებათ'' - ამბობს მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი