ბაიდენი ისრაელს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს

29 ივნისი 2021, 18:29 886 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელს ურყევი ერთგულება აღუთქვა. ხშირად ვამბობ: „ისრაელი რომ არ ყოფილიყო, მისი შექმნა მოგვიწევდა“- განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ისრაელის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არასდროს მიიღებს. „აშშ სრულად უჭერს მხარს ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ჩვენ ნამდვილად ველოდებით მშვიდობისა და სტაბილურობის უფრო ფართო ბლოკის შექმნას“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში