იტალიის ქალაქ მატერაში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ერთდღიანი სამიტის დღის წესრიგში ჯანდაცვის, კლიმატის და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებია.ჩინეთის, ბრაზილიისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრები სამიტს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეუერთდნენ, ხოლო რუსეთსა და სამხრეთ კორეას შეხვედრაზე მინისტრების მოადგილეები წარმოადგენენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ენტონი ბლინკენის თქმით, ჯანდაცვის კრიზისმა გააფართოვა მსოფლიოში ეკონომიკური უთანასწორობა და დიდი ოცეული გააგრძელებს დახმარებას დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის.