კანადასა და აშშ-ში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა

29 ივნისი 2021, 11:02 906 ნახვა

კანადასა და შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში რეკორდული სიცხე დაფიქსირდა.

ზოგან ჰაერის ტემპერატურამ 46 გრადუსს გადააჭარბა, რაც ბოლო 84 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მუშაობა შეწყვიტა ბიზნეს ობიექტების ნაწილმა.

46 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდა შტატებში, კერძოდ, პორტლენდში, სალემსა და სიეტლში.

კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატები მოსახლეობას მიმდინარე კვირაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების შესახებ აფრთხილებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში