მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 182 მილიონს გადააჭარბა. სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსისგან განიკურნა 166 მილიონზე მეტი ადამიანი. ასევე, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.4 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.5 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 30.3 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, საფრანგეთი და რუსეთი მოჰყვებიან.