მაღალმთიანეთში თოვს

17 ნოემბერი 2016, 00:00 3502 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში გათოვდა, ხულოს მუნიცილაპიტეტში ამ ეტაპისათვის თოვლის საფარი მაღალ სოფლებში 15-20სმ-ია, კურორტ გოდერძიზე კი 30 სანტიმეტრს აღემატება. უამინდობამ პრობლემები  შექმნა ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებით, ამ ეტაპისათვის დაახლოებით 650 აბონენტს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯოაში“ აცხადებენ დილიდან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის თქმით ამ ეტაპისათვის ნებისმიერო ტიპის ავტოტრანსპორტით ყველა მიმართულებითაა გადაადგილდება შესაძლებელი. უამინდობამ პრობლემები შექმნა შუახევშიც, ელექტო ხაზების დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრის, ოლადაურის და შუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებს. რაც შეეღება გზას, შუახევის გამგებლის ინფორმაციით, შეზღუდვა არ არის,  მაღალი ზონის  სოფლებში თოვლის საფარი  10-20 სანტიმეტრია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი