ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს უმაღლესი საბჭოს კომიტეტში მოუსმინეს

25 ივნისი 2021, 18:04 1104 ნახვა

პანდემიის პირობებში  შექმნილი ახალი ტურისტული პროდუქტები და  კოვიდრეგულაციების ფონზე ჩავლილი ტურისტული სეზონი - აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოუსმინეს.

თინა ზოიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს გასული და მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. ისაუბრა ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზე, ახალ ტურისტულ მარშრუტებზე და  კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ საკარანტინე სივრცეებზე.  კომიტეტის სხდომა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დეპუტატებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ძირითადად კითხვები ჰქონდათ და არა შენიშვნები. მათ შორის ოპოზიციას, ისინი ძირითადად იმ   ინფრასტრუქტურული  პროექტებით დაინტერესდნენ, რომლებიც უშუალოდ ტურიზმის დეპარტამენტს არ ეხება, თუმცა როგორც ამბობენ ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას.   

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი