ევროკავშირის საბჭოს სხდომა

25 ივნისი 2021, 11:45 803 ნახვა

ევროკავშირის ლიდერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულის მისწრაფება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპელი ლიდერები აცნობიერებენ და აღიარებენ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება აუცილებელია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. საბჭო იმეორებს 2017 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას, რომელიც აღიარებს აღმოსავლეთ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია ნათქვამი. საბჭო ასევე ხაზს უსვამს ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში