რუსეთში, ლენინგრადის რეგიონში, ,,მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის ვერტმფრენი საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა და დაღუპულები სამხედროები არიან. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი ძრავის მწყობრიდან გამოსვლა გახდა.