ქედის ისტორიული მუზეუმი, სადაც 6000 ზე მეტი ექსპონატი ინახება ამორტიზებულია. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო მუზეუმს დამთვალიერებელი იშვიათად სტუმრობს. მუნიციპალიტეტმა მუზეუმის ახალ შენობაში გადასატანად ტენდერი გასულ წელს გამოაცხადა. თუმცა გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ შეასრულა და შესაბამისად ხელშეკრულება შეუწყდა. როდის გადავა მუზეუმი ახალ შენობაში და რა გეგმები აქვს მუნიციპალიტეტს რეპორტაჟიდან შეიტყობთ.