„ყვითელი ბარათი ხელისუფლებას ამერიკისგან“ - ასე აფასებენ დეპუტატები ამერიკის საელჩოს ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელზეც შესასრულებელი პუნქტები მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ყვითლად არის ხაზგასმული.
ამერიკის სენატში ინიცირებულია 7 პუნქტიანი რეზოლუცია, სადაც აქცენტირებულია, რომ თუ სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან არ გათავისუფლდება და არ იქნება რეფორმა, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველო ამერიკული ფინანსური დახმარების გარეშე დარჩება.