"რეფორმების დღის წესრიგზე ფოკუსირებისას გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ქვეყნები კვლავ დგანან უსაფრთხოების გამოწვევების, განსაკუთრებით კი, მოუგვარებელი კონფლიქტების წინაშე.“
ასოციაცირების ტრიოს შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს გავხდეთ ევროკავშირის წევრები“- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ.
ევროკავშირის ასოცირების ტრიოს ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.