სამი ადამიანი დაიღუპა, 14 დაშავდა პაკისტანის ქალაქ ლაჰორში აფეთქების შედეგად. დაშავებულებს შორის არიან სამართალდამცველები და ბავშვები. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.აფეთქება აღმოსაველთ პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, ისლამისტური დაჯგუფების „ლაშქარ-ე-თაიბის“ დამფუძნებლის ჰაფიზ საედის სახლის მახლობლად მდებარე ბლოკპოსტთან მოხდა. დაჯგუფება „ლაშქარ-ე-თაიბის“ დამფუძნებელ საედს ტერორიზმის დაფინანსებისთვის 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მის დაჯგუფებას 2008 წლის მუმბაის ტერაქტების მოწყობაში ადანაშაულებენ, რასაც 166 ადამიანი ემსხვერპლა.