საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტი გრძელდება. ცოტა ხნის წინ შეხვედრა გაიმართა რადაში. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრემიერ-მინიტრს შეხვდა. გაიმართა შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. როგორც სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება, ორივე ქვეყნის საერთო მიზანი კი ევროკავშირში გაწევრიანებაა. მისივე განცახდებით, ევროპული ინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ გააჩნია, ამ გზაზე კი საქართველომ და უკრაინამ დიდ პროგრესს უკვე მიაღწიეს .