ქალთა კვოტირების საკითხი

23 ივნისი 2021, 18:01 959 ნახვა

ბრიფინგით გამოეხმაურნენ პარლამენტში მმართველი გუნდის კანონპროექტს კვოტირებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები და ქალთა უფლებადამცველებიც იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ქალთა კვოტის შემცირება დისკრიმინაციული და მიუღებელია, ხელისუფლება კი მათი თქმით, პოლიტიკაში ქალთა გაძლიერების საკითხს ძალაში შესვლამდე აუქმებს. ქართული ოცნების წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული ჩანაწერი შეიცვლება და კოდექსით პარტიებს ექნებათ ვალდებულება სიაში არა ყოველი მეორე, არამედ ყოველი მესამე ჰყავდეთ ქალი, საერთო ჯამში არაფერი იცვლება და ქალთა წარმომადგენლობა ისევ 20 პროცენტი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი