სახალხო დამცველის ანგარიში

23 ივნისი 2021, 15:27 783 ნახვა

რა ვითარება იყო  2020 წელს  ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების კუთხით?  ანგარიშს დღეს სახალხო დამცველი  წარადგენს. ნინო ლომჯარიას პარლამენტში 15 საათისთვის ელოდებიან. ანგარიში საკმაოდ მოცულობითია და 500 გვერდიანი დოკუმენტით გაირკვევა ომბუდსმენის რომელი  რეკომენდაცია  გაითვალისწინა ხელისუფლებამ და რომელი  არა, ასევე რა გამოწვევებია ქვეყანაში.  დღეს ნინო ლომჯარია ბოლო დროს ყველაზე ხმაურიან საკითხზე, ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებს.  ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი  ომბუდსმენისგან კონკრეტულ საკითხებზე მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას  ელოდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი