აჭარას უკრაინელი ჟურნალისტები სტუმრობენ.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და საზღვაო ტურისტული პროდუქტები.
მათივე ცნობით, ბათუმის შემდეგ ისინი მთიან აჭარაში გეგმავენ მოგზაურობას.
სტატიები, სადაც აჭარაში მოგზაურობა, სხვადასხვა ტურისტული ადგილები და ჟურნალისტების შთაბეჭდილებები იქნება თავმოყრილი უკრაინის რეიტინგულ მედიასაშუალებებში ივლისის დასაწყისში გამოქვეყნდება.