„ასტრაზენეკას“ ვაქცინა „კოვიდ-19“-ის ინდური – დელტა და კაპპა ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „როიტერის“ ცნობით, კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტმა ჩაატარა. მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ ანადგურებს დელტა და კაპპა ვარიანტებს ვაქცინირებული ადამიანების სისხლში არსებული მონოკლონური ანტისხეულები.