ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 6%-ით შემცირდა

23 ივნისი 2021, 12:56 887 ნახვა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 მილიონ 500 ათასამდე   ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 6%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული. ჯანმოს ანგარიშის თანახმად, გასული შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსს 64 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 12%-ით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ახალი, ე.წ. შემაშფოთებელი ვარიანტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებას აგრძელებენ. წამყვანი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში