ევროკავშირი „გუგლის“ წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო

23 ივნისი 2021, 12:53 793 ნახვა

ევროკავშირმა კომპანია „გუგლის“ წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაადგენს, იყენებს თუ არა ამერიკული გიგანტი თავის პოზიციას ბოროტად, როდესაც საქმე ონლაინ ციფრულ სარეკლამო ტექნოლოგიებს ეხება. გამოძიებამ უნდა გამოავლინოს, დაარღვია თუ არა „გუგლმა“ ევროკავშირის კონკურენციის წესები. აქცენტი გაკეთდება იმაზე, ახშობს თუ არა კომპანია კონკურენციას მესამე პირებზე, მომხმარებლის მონაცემებზე წვდომის შეზღუდვით, ვებგვერდებსა და აპლიკაციებში სარეკლამო მიზნებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი