შოთა ხოლუაშვილის 100 წლისადმი მიძღვნილი იუბილე

22 ივნისი 2021, 18:47 1376 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს სახალხო მხატვრის შოთა ხოლუაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. მხატვარი წლების განმავლობაში აჭარის მხატვართა კავშირს ხელმძღვანელობდა. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში ხელოვანის  ნამუშევრების გამოფენა დღეს გაიხსნა და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.  სახალხო მხატვარი 2002 წელს გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი