მსოფლიოში 2020 წელს სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში ჯარისკაცებად 8 521 ბავშვი გამოიყენეს, - ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მან უშიშროების საბჭოს წარუდგინა.
ამავე მონაცემების თანახმად, შეიარაღებულ კონფლიქტებს გასულ წელს 2 674 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 748 არასრულწლოვანი კი - დაშავდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წელს სხვადასხვა დარღვევა 19 379 ბავშვის წინააღმდეგ ჩაიდინეს მსოფლიოში მიმდინარე 21 კონფლიქტში.
ყველაზე მეტი დარღვევა ჩადენილია სომალიში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ავღანეთში, სირიასა და იემენში.