ქვეყანაში ''ასტრაზენკას'' ვაქცინის დეფიციტია, მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა - ამირან გამყრელიძე

22 ივნისი 2021, 11:40 998 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ''ასტრაზენეკას'' ვაქცინაზე დეფიციტია.  ამირან გამყრელიძის თქმით, მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, რის გამოც დაახლოებით 5000-მდე ადამიანს ვაქცინის მოგვიანებით გაკეთება მოუწევს.

მისივე განცხადებით პირველ დოზაზე ჩაწერილ მოქალაქეებს შესაძლოა ,,სინოფარმის'' ვაქცინა შესთავაზონ. 

მეორე დოზაზე, ათიდან 12 კვირის ფარგლებში ჩაწერილი პირები კი აუცილებლად აიცრებიან, რადგან მარაგში 1600-მდე დოზა არის.

 ​''ასტრაზენეკას'' ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა ორჯერ,  43 000 - 43 000 დოზაზე ცოტა მეტი. პირველი შემოტანა იყო მარტში, შემდეგ აპრილში და  მესამე უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. მოწოდების ეს ვადა გადავიდა ივნისზე.

გუშინ ეს დეფიციტი ძირითადად იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასევე, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში. მიზეზი იყო ის, რომ ყველაზე მეტ აცრას ეს ორი კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფო და ხეჩინაშვილის კლინიკა ახორციელებს. ამ საკითხთან მიმართებით, რა თქმა უნდა, მოკვლევა კიდევ მიმდინარეობს. არ დავმალავთ, იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები, პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მაგრამ ეს არ არის ის, რომ ადამიანთა ჯანმრთელობას მიადგეს ზიანი.

სამწუხაროდ მოხდა ისე რომ მოწოდებაში არის სერიოზული შეფერხება, რომელიც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული. ფაქტი ის არის, რომ ვერ მოგვაწოდეს და შეგვექმნა დაახლოებით 5 000-მდე დოზის  დეფიციტი. ​​''ასტარზენეკა'' კეთდება ორჯერადად, ოთხიდან 12 კვირის ვადაში. ბევრი კვლევებით უკეთესია ეს ვაქცინა თუ გაკეთდება რვიდან 12 კვირაში. 

ამ დოზებზე ჩაწერილი იყო დაახლოებით 5 000 ადამიანი, მათ შორის პირველ დოზაზე 1250 პირი. მოსახლოებას შექმნილი ხარვეზის გამო ბოდიშს ვუხდით. ვისაც ათიდან 12 კვირამდე ვადაში ჯავშანი ჰქონდა გაკეთებული ვაქცინის გარეშე  არ დარჩება. ყველა ეს ადამიანი აიცრება. ვისაც  ჰქონდა ჯავშანი ოთხიდან ათ კვირამდე მათ  მოთმინებას ვთხოვთ. როგორც კი გვექნება დადასტურება მივაწვდით ინფორმაციას'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შესაძლებელია იყო ლოჯისტიკური პრობლემებიც, რასაც იკვლევენ. 

ჩვენ გვქონდა მონაცემები, რომ იყო დოზა ქსელში და სინამდვილეში ეს... მიმდინარეობს კვლევა ამასთან დაკავშირებით, ანუ ეს შეიძლება იყო აღრიცხვის პრობლემა და ამის მოკვლევა მიმდინარეობს. პასუხისმგებლობა თუ დადგა, პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის", - თქვა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში