პირველად ისტორიაში, შვედეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ სტეფან ლევენს უნდობლობა გამოუცხადა. პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი 181-მა დეპუტატმა დაუჭირა, 109 წინააღმდეგი წავიდა, 51-მა კი - თავი შეიკავა. სტეფან ლევენს ერთი კვირა აქვს იმისთვის, რომ გადადგეს ან ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. მის წინააღმდეგ შუამდგომლობა მემარცხენე პარტიამ წარადგინა. მემარცხენეები პრემიერ - მინისტრს კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მთავრობამ, რომელსაც სოციალ-დემოკრატები უდგანან სათავეში, მემარცხენე პარტია და ხალხი მიატოვა.