საქართველოში ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული - ამირან გამყრელიძე

21 ივნისი 2021, 14:33 1561 ნახვა

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოში ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ვარაუდით ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 10-15 პროცენტია.

„დღეს ქვეყანაში ოფიციალურად ინდური შტამის 20 შემთხვევა გვაქვს აღრიცხული, იყო 18 და შაბათს დადასტურდა კიდევ ორი. ვვარაუდობთ, რომ 10-15 პროცენტი არის უკვე ეს დელტა ანუ ინდური შტამი ქვეყანაში.

შესაბამისად ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც შარშან იყო, რომ თითქოს ყველამ დავიჯერეთ, დავამარცხეთ კოვიდი და შემდეგ ვნახეთ, რა მოხდა ნოემბერ-დეკემბერში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში