სომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა 2008-ვე საარჩევნო უბანზე დაასრულა.
წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“, ამომრჩეველთა ხმების 53.92%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“ 21.04%-ით.
მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა „აყვავებული სომხეთი“ კი ამომრჩეველთა ხმების 4.1% მიიღო.
ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 593 572 პოტენციური ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 281 174 მოქალაქემ, ანუ 49.4%-მა მიიღო.