ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

20 ივნისი 2021, 15:40 1004 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედასა და მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურაც ბრალდებულებისთვის სწორედ ამას ითხოვდა.  ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. უწყების ინფორმაციით, თბილისში, დედა და მამინაცვალი ერთი წლის განმავლობაში, მცირეწლოვანზე სისტემატურად  ფიზიკურად ძალადობდნენ.

სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. მიმდინარეობს გამოძიება. სასჯელი 9 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში