ანტონიო გუტიერეში გაეროს გენერალურ მდივნად მეორედ აირჩიეს

18 ივნისი 2021, 19:46 1057 ნახვა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით ანტონიო გუტიერეში აირჩია. ამის შესახებ გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის თავმჯდომარემ, ვოლქან ბოზქირმა განაცხადა. ”მე მაქვს პატივი განვაცხადო გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ანტონიო გუტიერეშის მეორე დავით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე არჩევის შესახებ", - განაცხადა მან. გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე გუტიერეში ერთადერთი კანდიდატი იყო.  იანვრის დასაწყისში ანტონიო გუტიერეშმა გენერალური ასამბლეისა და გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით იყრიდა კენჭს. გუტიერეშის პირველი ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში