სახალხო დამცველის ანგარიში

18 ივნისი 2021, 14:39 859 ნახვა

რა უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს საკუთარი ინტერესების დაცვა, როცა მათ სუსი უსმენს, როგორ აფასებს სახალხო დამცველი მთავრობის მუშაობას პანდემიის პირობებში და რა როლი აქვს განათლების სამინისტროს პანსიონებთან მიმართებაში? ამ და სხვა კითხვებს სცემს ახლა ნინო ლომჯარია პასუხებს პარლამენტში. 

მანამდე კი სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას იმ რეზონანსულ საქმეებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიც არის: შაქარაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ლუკა სირაძისა და ხორავას ქუჩის საქმეები. ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ დარღვევებსა და გამოძიების ხარვეზებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი