Google-ის წარმომადგენლები აჭარას აციფრულებენ

18 ივნისი 2021, 11:37 2781 ნახვა

აჭარის ძირითადი ტურისტული ადგილების გაციფრულება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარამენტის მოწვევით, რეგიონს Google-ის ოფიციალური წარმომადგენლები ფოტოგრაფებთან ერთად სტუმრობენ.

10 დღის განმავლობაში ისინი ბათუმს, ქობულეთს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ ძირითად ტურისტულ მიმართულებებს იღებენ.

შედეგად, Google-ის მომხმარებლებს ძველი ბათუმის ქუჩებსა და აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვირტუალურად შეეძლებათ იმოგზაურონ. გარდა გადაღებებისა, Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რეგიონში მოქმედი ფოტოგრაფებისა და ოპერატორებისთვის ტრენინგი გამართა, სადაც Google-ის ონლაინ ხელსაწყოების, ფოტოგადაღებებისა და რუკის მოხმარების შესახებ ისაუბრეს.

რეგიონის გაციფრულებას ფოტოგრაფები დღეს დაასრულებენ. აჭარის განახლებული მასალები Google-ის რუკაზე კი ორი კვირის განმავალობაში აიტვირთება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი