ცენტრალური საარჩევნო კომისია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს გამოაქვეყნებს. სხდომა ცესკო-ში პირველ საათზეა ჩანიშნული. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პრეზიდენტმა ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი უნდა დანიშნოს. სხდომა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის მიხედვით, 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. პირველივე სხდომაზე პარლამენტი თავმჯდომარეს, და კომიტეტების თავმჯდომარეებს აირჩევს.