ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში დროებით მოძრაობა იზღუდება 

16 ივნისი 2021, 12:30 5598 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, 17 ივნისის 00:00 სთ-დან 21 ივნისის 00:00 სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 23 ივნისის 00:00 სთ-დან 27 ივნისის 00:00 სთ-მდე, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია. 

''ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი