ვინ დარჩება და ვინ არა ზურაბ პატარაძის გუნდში კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია, კულუარებში კი სხვადსხვა ვერსიაზე საუბრობენ. თუმცა სანამ პატარაძე გუნდის წევრებს წარადგენს, მანამდე ნდობა მმართველმა გუნდმა თავად პატარაძეს უნდა გამოუცხადოს. ასევე დღის წესრიგში დგას საკითხი ვინ რა თანამდებობას დაიკავებს ახალი მოწვევის უმაღლეს საბჭოში.