აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

15 ივნისი 2021, 15:00 1187 ნახვა

ფრანების შოუ, ჯაზ ბიგ-ბენდი, ბალეტი ღია ცის ქვეშ და  თეატრალური წარმოდგენები - აჭარაში ტურისტული სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. პანდემიის გამო ღონისძიებები ისეთივე მასშტაბური, როგორც გასულ წლებში იყო არ არის,  თუმცა ტურიზმის დეპარტამენტმა განათლების სამინისტროსა და ბათუმის მერიასთან ერთად  ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების განწყობაზე მაინც იზრუნა. 

მთელი დღის განმავლობაში ბათუმის ბულვარში   სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. საღამოს 7 საათზე კი კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირს გემი  მოადგება და მოეწყობა შოუც,  სხვა დეტალს კი ორგანიზატორები სიურპრიზად ტოვებენ.  

სეზონის გახსნის აღსანიშნავი წარმოდგენები საღამოს 10 საათამდე გაგრძელდება და საღამოს ფოიერვერკით დასრულდება. დღეს უფასოდ გაიღება ასევე ქალაქში არსებული  ყველა მუზეუმის კარი და  გონიოსა და პეტრას ციხეები.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში