ბავშვების ოჯახთან დაშორების გამო 3 ბავშვს 35 000 ლარს გადაუხდიან – სასამართლოს გადაწყვეტილება 

15 ივნისი 2021, 13:08 3319 ნახვა

სასამართლომ სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა. სარჩელი სასამართლოში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შეიტანა.

17, 10 და 5 წლის ბავშვებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგეს.

''ბავშვები, 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე, გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა. ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი.

საქმე განიხილა მოსამართლე დავით წერეთელმა'' - წერია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში