დეპუტატის დაკავება/დაპატიმრებაზე, ან მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაზე პარლამენტის მხრიდან თანხმობის მიცემის კვორუმი იცვლება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციატივით ცვლილებები რეგლამენტში შედის. ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდება.
მოქმედი რეგლამენტით, აღნიშნულ თანხმობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც ცვლილებებით, 90 დეპუტატამდე იზრდება.