სასამართლო პროცესი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით

14 ივნისი 2021, 11:22 1233 ნახვა

ამ წუთებში  ბათუმის საქალაქო სასამართლოში მკვლელობის საქმეს არსებითად ნაფიცები განიხილავენ. საქმე ეხება  გასული წლის ოქტომბერში ქედაში მომხდარ ინცინდენტს. სხდომას მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე უძღვება. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ნათესავი   კაცი  ცივი იარაღით  დაჭრა, ის კი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა სისხლის სამართლის საქმეზე ვერდიქტს 12  ნაფიცი  მსაჯული გამოიტანს.

იმ შემთხვევაში თუ ნაფიცები ბრალდებულს დამნაშავედ ცნობენ, მას 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი