14-16 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ჰელგა შმიდი საოკუპაციო ხაზის მახლობლად მდებარე სოფლებს ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში.