ბათუმის სასამართლოში ნაფიცმსაჯულები ვერდიქტს პირველად გამოიტანენ - განხილვა დაიწყო

13 ივნისი 2021, 12:25 1855 ნახვა

დღეს ბათუმის სასამართლო მკვლელობის საქმის განხილვას ნაფიცმსაჯულებთან ერთად დაიწყებს. ბათუმის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცები განაჩენს პირველად გამოიტანენ. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეა.

საუბარია გასულ წელს ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე. კაცს დანით ჭრილობები გულმკერდის არეში მიაყენეს, სამედიცინო დაწესებულებაში კი მისი გადარჩენა ვერ  შეძლეს. საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ მალევე დააკავა ერთი ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი