ჩვენ რუსეთის არ გვეშინია - შარლ მიშელი

12 ივნისი 2021, 15:00 914 ნახვა

ევროპის კავშირი ისურვებდა, რომ რუსეთის ქმედებები იყოს გაცილებით პროგნოზირებადი და სტაბილური. ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, ამერიკისა და ევროპის ტრანსატლანტიკური ერთიანობა მოსკოვთან მიმართებით დაეხმარება მათ საერთო ინტერესებისა და ფასეულობების დაცვაში.“ ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს.

ჩვენ რუსეთის არ გვეშინია და ვამჟღავნებთ გამბედაობას. მე შევძელი ეს მშვიდად, გაბედულად მეთქვა რუსეთის პრეზიდენტისთვის ერთი კვირის წინ“ , - განაცხადა მიშელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი