პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ საპარლამენტო მანდატების გაუქმების შესახებ მისი და ელენე ხოშტარიას მოძრაობა ,,დროას” სარჩელის განხილვა დაასრულა და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ჯაფარიძემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უმრავლესობის მხრიდან მიღებული დადგენილება, რომლითაც მანდატის გაუქმებაზე უარი უთხრეს, არაკონსტიტუციური იყო. მისივე თქმით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მანდატი გაუუქმდება და „პარლამენტიდან გამოვა“.