კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

12 ივნისი 2021, 12:05 1172 ნახვა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო წელს კადეტთა ახალ ნაკადს მიიღებს. ამ მიზნით საინფორმაციო კამპანია მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც  კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღით დასრულდა.

აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ლიცეუმის ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელი პირობებს, საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, სასწავლო ლაბორატორიებს,  სამხედრო შეიარაღებასა და სპორტული დარბაზებს. ლიცეუმში მოსწავლეთა მისაღებ გამოცდებზე რეგისტრაცია 21 ივნისიდან დაიწყება და 4 ივლისამდე გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი