ნამახვანჰესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

12 ივნისი 2021, 12:40 1102 ნახვა

დღეს ნამახვანჰესის საკითხზე მედიაციის პროცესი იწყება. რიონის ხეობის მცველების განცხადებით, საკითხი, რასაც დღეს ევროკავშირის ჩართულობით მიმდინარე შეხვედრაზე დააყენებენ, რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა.

აცხადებენ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საკითხებს შინაარსობრივად არ განიხილავენ და მხარეები უბრალოდ დააყენებენ საკუთარ პოზიციებს, რის მიხედვითაც განისაზღვრება, რამდენად შესაძლებელი იქნება პროცესის გაგრძელება. მედიაციის პირველ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს , გარემოს დაცვის სამინისტროს და “რიონის მცველების” წარმომადგენლები დაესწრებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი