სამშენებლო ამნისტიის პროექტის განხილვა

11 ივნისი 2021, 14:38 1163 ნახვა

პარლამენტი სამშენებლო ამნისტიის პროექტს განიხილავს.  საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება - პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. 

ოპოზიცია აცხადებს,  რომ ამნისტია მსხვილ დეველოპერულ კომპანიებსა და უბრალო მოქალაქეებს ერთნაირად  არ უნდა  შეეხოს.  არმაზ ახვლედიანმა კანონპროქეტის განხილვისას განცხადება ბათუმის ბულვარში მიმდინარე  ამბასადორის მშენებლობაზე ისაუბრა. 

კანონპროეტის ინიციატორების მტკიცებით, კი  სწორედ მოქალაქეების მდგომარეობის გამოსასწორებლად იქმნება ახალი წესები,  რაც მათ ქონების დაკანონებაში დაეხმარებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში