''ჩრდილოეთ ნაკადი-2''-ის ქსელის პირველი ნაწილი ტექნიკურად დასრულდა

11 ივნისი 2021, 14:13 922 ნახვა

ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის  ქსელის პირველი ნაწილის მოწყობა ტექნიკურად დასრულებულია და გაზსადენის ბუნებრივი აირით გავსება 11 ივნისს დაიწყება, - ამის შესახებ რუსული გაზსადენის, "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორმა კომპანიამ განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, გაზსადენის მეორე ნაწილის გაყვანა გრძელდება. 

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მილსადენის დაახლოებით 95% უკვე აშენებულია და მშენებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის დასრულდება. "ჩრდილოეთის ნაკადი 2" შენდება რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რამაც რუსეთიდან ევროპაში რუსული გაზის პირდაპირი გზით ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს.

აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტის წინააღმდეგი არიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში