ვუყურებ საქართველოს და მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ასევე ენერგიულად იღვწოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ - გიტანას ნაუსედა

11 ივნისი 2021, 12:15 839 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ ლიეტუვა თავის დროზე ენერგიულად იღვწოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ და ეს გზა არ იყო მარტივი. 

''ლიეტუვა და საქართველო ერთმანეთისგან გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა აკავშირებთ ძლიერი კავშირები. პირველ რიგში, ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს ვართ, ასევე ჩვენ წინაშეა, სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აჩვენა დიდი მცდელობა, გაერთიანებულიყო ქვეყანა და განხორციელებული რეფორმები და სვლა ყოფილიყო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზით. ვუყურებ რა საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ასევე, თავის დროზე ენერგიულად იღვწოდა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ.

ჩვენი გზა არ იყო მარტივი და ცოტა ხანი გაგრძელდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი ტაქტიკური მიზანი და არ რჩებოდა არანაირი ეჭვი ჩვენს საზოგადოებაში. ასევე, ვხედავთ ასეთ მონდომებას ქართველ ხალხში. ამიტომ, პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი