საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთბში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას ხვდება.
მანამდე კი პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატშიც გამართავენ. გაკეთდება ერთობლივი განცხადებებიც.
გიტანას ნაუსედა დღესვე შეხვდება პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორეს.