ქართველ მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორსა და მწერალს რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ, სადაც ანჩისხატის ტაძრიდან ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
სამოქალაქო პანაშვიდი კი ორი დღის განმავლობაში მარიონეტების თეატრში გაიმართა, რომლის დამაარსებელიც თავად იყო.
რეზო გაბრიაძე, 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის სახელს უკავშირდება არაერთი ცნობილი პიესა, მათ შორის ”ფეოლა” და ”ხანუმა პარიზში”. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმებს შორისაა "არ იდარდო", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "ფეოლა", "ქვევრი", "შერეკილები", "მიმინო", "ქინ-ძა-ძა". იგი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.